უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების დარღვევისათვის, მოქალაქეებს დღეში 1000-ზე მეტი ჯარიმა ეწერება. ბევრი შეგნებულად არღვევს, ბევრი- გაუცნობიერებლად, ხოლო ზოგიერთს ჯარიმა არასწორი ინფორმაციის გამო მოსდის.
ვინაოდან ქვეყანაში, საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე, კომენდატის საათი მოქმედებს, მოძრაობა შეზღუდულია, როგორც ავტომანქანებისთვის, ასევე ქვეითთათვის.
ახალქალაქის მცხოვრები, რომელსაც თბილისიდან ახალქალაქში ჩამოსვლის სურვილი ჰქონდა, გუშინ თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუახლოვდა იმის დაზუსტების მიზნით, თუ შეეძლო ახალქალაქში დაბრუნება. მას უთხრეს, რომ შეუძლია დაბრუნება, რადგან აკრძალვა მხოლოდ დიდ ქალაქებს ეხება. მოქალაქე გზას მიადგა, თუმცა ტრასაზე გააჩერეს და კომენდატის საათის დარღვევისათის 2000 ლარით დააჯარიმეს.
“მე ერთი კვირა თბილისში ვიყავი, იმ დროისთვის კომენდატის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო დაწესებული, არ ვიცოდი, რომ ის უკვე მთელ ქვეყანაში მოქმედებდა. როდესაც თბილისში პოლიციელები ვნახე, ვიფიქრე, სჯოაბს დავაზუსტო, და ვკითხე, შემიძლია თუ არა ახალქალაქში ჩასვლა. მათ მითხრეს, რომ კი, ეს მხოლოდ დიდ ქალაქებს ეხებაო. მე ჩემი გზა განვაგრძე, მცხეთა გავიარე და გამაჩერეს. მითხრეს, რომ გადაადგილება არ შეიძლება, მე მათ ვუთხარი, რომ თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ შემიძლია. თუმცა, მათ 2000 ლარით დამაჯარიმეს და მითხრეს, რომ აღარ გავინძრე ადგილიდან. მე დილის 05:00 საათამდე მანქანაში ჯდომა მომიწია და გზა ნებადართულ დროს განვაგრძე”,- მოუყვა JNEWS-ს ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
დაჯარიმებულ მოქალაქეს ჯარიმის გასაჩივრებისათვის მტკიცებულება არ აქვს, მან პოლიციის თანამშრომლის სახელიც კი ვერ დაიმახსოვრა, რომლის გამოც მოქალაქე დაჯარიმდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიციელები მოქალაქეებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მსგავს სიტუაციაში ახალქალაქის მცხოვრებლები ასევე 27 ნოემბრის საღამოს აღმოჩნდნენ, როდესაც უკვე 28 რიცხვიდან ზოგიერთ შეზღუდვასთან ერთად კომენდატის შემოღების შესახებ იყო გამოცხადებული. ეს შეზღუდვები მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდებოდა, მაგრამ ახალქალაქის პოლიცია ქალაქის სხვადასხვა მაღაზიას აკითხავდა და ინფორმაციას აწვდიდა, თითქოს და მაღაზიები უნდა დაკეტონ. გამყიდველები იძულებულნი იყვნენ საქონელი გაეტანათ. მართალია, საქმე ჯარიმამდე არ მივიდა, თუმცა აურზაური ნამდვილად გამოიწვია.