Armenian      Russian

სოფელი ხულგუმოს მოსახლეობა «თუმასის» ხიდის ნორმალური და ლამაზი განათების არსებობის საჭიროებას ხედავს, რადგან ხიდით ღამის საათებიშიც სარგებლობენ. ხიდი სოფელს ახალქალაქთან აკავშირებს.

ბოლო პერიოდში ახალქალაქის ლამაზ და მიმზდიველ ადგილთა სიაში «თუმასის» ხიდიც აღმოჩნდა, საიდანაც მდინარე ფარავანზე ულამაზესი ხედი იშლება. თუმცა, მზის ჩასვლის შემდეგ ეს ადგილი ჩაბნელებულია და არაფერ საინტერესოს არ წარმოადგენს.

სოფელი ხულგუმოს მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა Jnews-ის რედაქციას. მათი მტკიცებით, «თუმასის» ხიდი მისი უნიკალერობით, ერთადერთია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და ხელისუფლებას სულ ცოტა ძალისხმევა რომ გამოეჩინა, ხიდი ახალქალაქის სავიზიტო ბარათად იქცეოდა და ბევრ ტურისტს მოიზიდავდა.

სოფლის მცხოვრებლები თვლიან, რომ «თუმასის» ხიდის განათება აუცილებელია, რადგან ისინი ყოველდღიურად იყენებენ მას და ღამის საათებში არაფერი არ ჩანს.

მათი თქმით, ჯავახეთის ტურისტები აღფრთოვანებული არიან ხიდის სილამაზით და ხშირად მას ბრუკლინის ხიდს ადარებენ.

სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, თუ ხელისუფლება ამას მოისურვებს, ხიდი ახალქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ბევრ ტურისტს მოიზიდავს.

იმისათვის, რომ გაგვერკვია, აპირებენ თუ არა წელს ხიდის განათების გაყვანას, ჩვენ მივმართეთ მერიას. ეკონომიკის დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, სამველ მურადიანის თქმით, ამჟამად «თუმასის» ხიდის განათება არ არის გათვალისწინებული.

თუმცა, როგორც მერიაში გვითხრეს, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ მიუღიათ და მოსახლეობას ურჩევენ დაწერონ განცხადება. თუ იქნება შემოტანილი განცხადება, შესაძლებელია მერიაში განიხილონ ხიდის განათების საკითხი.

«თუმასის» ხიდი 2013 წელს სოფელი ხულგუმოს მაცხოვრებლის და ქველმოქმედის, თუმას ჩივჩიანის ინიციატივით აშენდა. ის ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.

ხიდის სიგრძე 182 მეტრს შეადგენს, სიგანე-2 მ, ხოლო სიგრძე- 41 მ. ხიდი სოფლიდან ქალაქამდე მანძილს თითქმის 3 კილომეტრით ამცირებს. ქველმოქმედმა ხიდის მშენებლობაზე 1 მლნ ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდის განათებისათვის დაახლოებით 5000 ლარი გამოყო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ განათება აღარ მუშაობდა და გაფუჭებული განათება ხიდზე დღემდეა შემორჩენილი.