Armenian      Russian

დღეს, 12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისში პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ახალციხის ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრი” ახორციელებს. პროექტი არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციას ეხება, საქართველოს სტატისტიკით სამცხე-ჯავახეთი ამ მხრივ პირველობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენელმა, მაკა სუდაძემ პროექტი წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს, ადგილობრივ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, საკრებულოს წევრებს, პედაგოგებს და მედიას. პროექტი სამცხე-ჯავახეთის 18 სკოლაში განხორციელდება.

პროექტში ჩაერთვებიან, როგორც ახალგაზრდები, ასევე, მშობლები და მასწავლებლები. მათ გაესაუბრებიან ფსიქოლოგები, რომლებიც აუხსნიან, როგორის გარდატეხის ასაკი და, როდის აღარ ექვემდებარება ბავშვი კონტროლს. პროექტი მუშაობს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემაზე თვითშემეცნების დონის ამაღლებაზე. პროექტის მესვეურთა მიზანია, ქვეყანაში მოქმედი კანონის მიმართ განათლების დონის ამაღლება, რადგან ბევრი მოზარდი ფიქრობს, რომ ასაკი მათ აძლევს უფლებას თავისუფლად დაარღვიონ კანონი.

პროექტის ფარგლებში გამოიკვლევენ მოზარდებს შორის დანაშაულის რისკის ფაქტორებს, დანაშაულისადმი დამოკიდებულებას, სარგებლობს თუ არა მოზარდი სამართლიანი სასამართლოს უფლებით. პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირებას.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განიხილებოდა მარიხუანის (ნარკოტიკების) მოხმარებასთან, გოგონების მოტაცებასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები. განხორციელდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომელზეც განიხილავენ იმ კატასტროფულ სტატისტიკას, რომელიც გვიჩვენებს, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოს მასშტაბით პირველობს.