დილიდან ვცდილობთ გავარკვიოთ, როდის აღდგება სამუშაოები ნინოწმინდის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც უამრავი ავტომანქანა დგას. გუშინდელიდან გამშვები პუნქტი გაუმართავად მუშაობს. სასაზღვრო პოლიციამ გადაგვამისამართა შემოსავლების სამსახურთან, სადაც ამბობენ, რომ არ იციან, როდის განაახლებს მუშაობას საბაჟო. თუმცა, ჟდანოვის მოსახლეობის თქმით, მთაზე ანძის ავარია იყო. ამ მთას ადგილობრივები მოიხსენიებენ, როგორც “ქაჩალ სარ“, ანუ “მელოტი მთა”.

 

გუშინდელიდან მოყოლებული ხალხს საქართველოში, ნინოწმინდის საბაჟოს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლია. საღამოს დაიწყეს საქართველოს მოქალაქეების გატარება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევდნენ სომხეთში დაბრუნდნენ. თვითმხილველთა თქმით, გუშინ მხოლოდ ერთი ავტომანქანა გაუშვეს მშობიარე ქალით. ხალხი გაურკვევლობაშია, ზოგმა დატოვა საბაჟო, რათა სომხურ-ქართული საზღვარი სადახლოდან გაიარონ.

დილით, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პასუხისმგებელი სტრუქტურებისგან გაგვერკვია, როდის აღდგება სამუშაოები. თუმცა, მოსახლეობის თქმით, ვინც ახლა საზღვარზე იმყოფება, ამჟამად დაიწყო საბაჟო – გამშვებმა პუნქტმა მუშაობა და ხალხს ორივე მხრიდან ატარებენ. რიგი ჯერ კიდევ დიდია.