საკუთარი ნებითა და პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით სოცკარ ფუთულიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს არ იყრის.

დღეს, 15 სექტემბერს, სოცკარ ფუთულიანმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში “ლელო საქართველოსთვის” პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურა მოხსნა.

სოცკარ ფუთულიანის თქმით, ყოველი ადამიანი, ცხოვრების გარკვეულ მომენტში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების შეტანას ცდილობს, რომელიც პოლიტიკური ნაბიჯების სახითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

“მე შევეცადე ერთი არარსებული ტერმინის, თეთრი პოლიტიკის, შეტანას, რომელიც აქამდე არ არსებობდა პოლიტიკაში და ჩვენი ახლანდელი საზოგადოებისთვის გაურკვეველია. მუდამ საკუთარი ერის პატივისცემითა და სიყვარულით ვსარგებლობდი. ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ – ადამიანებს ვუმკურნალებ, ამავდროულად ჩემი ერის გვერდში ვიქნები. ჩემი საქმე-ქველმოქმედებაა, და არა ბინძური პოლიტიკა”,- აღნიშნავს სოცკარ ფუთულიანი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ჭორები გავრცელდა, რომ “ლელო საქართველოსთვის” პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, JNEWS-ი სოცკარ ფუთულიანს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის სახით სოცკარ ფუთულიანი წარადგინა.

ახალი სახე და ახალი პარტია პოლიტიკაში- “ლელოდან” სოცკარ ფუთულიანი