ახალქალაქში დღეს საღამოს, ქორწილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, სოფელ კუმურდოს სამი მაცხოვრებელი გულისა და სხვა ორგანოების ღია ჭრილობებით ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაიონული საავადმყოფოს 3 ქირურგმა, ახალქალაქისათვის უნიკალური, ორი ღია ოპერაცია გულზე, ერთდროულად ჩაატარეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტები სტაბილური მდგომარეობით თბილისში გადაიყვანეს.

საღამოს, ქორწილის დასრულებისას, ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს მცხოვრებლებმა იჩხუბეს. ასე ქორწილების დროს ხშირად ხდება ახალქალქში. კამათი დანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა და სოფელ კუმურდოს სამი მკვიდრი გულისა და მუცლის ღრუს არეში დაიჭრა.

დაჭრილები 21, 23 და 26 წლის ახალგაზრდები არიან. მათი სიცოცხლის გადასარჩენად ქალაქის საავაფმყოფოს ექიმებს და ყველა პერსონალს სწრაფი კოორდინირება მოუწია. მსგავსი სიტუაციები აქ იშვიათია.

როგორც ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, საჭირო იყო დაზარალებულთა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია, ვინაიდან მათი თბილისში გადაყვანის დრო არ რჩებოდა. ქალაქის რაიონული საავადმყოფოს სამმა ქირურგმა: გია ეპრიკიანმა, რაფაელ ჩარჩიანმა და სურენ კარაპეტიანმა ორი რთული ოპერაცია გულზე ერთდროულად ჩაატარეს. თუმცა, ამისათვის შესაბამისი პირობები არ იყო.

ახალქალაქის საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილება და სპეციალიზირებული კარდიოქირურგები არ ჰყავს. ოპერაციის დროს ერთ-ერთ ახალგაზრდას გული გაუჩერდა, მას გაუკეთდა გულის ღია მასაჟი, რის შედეგადაც გულის მუშაობა აღადგინეს. გულის არეში მოღებული ჭრილობების გარდა, ახალგაზრდები დაჭრეს მუცლის ღრუში, ღვიძლისა და ნაწლავების არეში. მესამე დაზარალებულს თირკმელის ოპერაცია გაუკეთდა.

ორი პაციენტი უკვე თბილისში იმყოფება, ერთი კი ახალქალაქის საავადმყოფოშია. ექიმების შეფასებით სამივეს მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველები ჯერჯერობით არ ამბობენ, თუ რატომ დაიწყო კამათი და რატომ გადაიზარდა ის ფიზიკურ დაპირისპირებაში. შსს ატარებს წინასაგამოძიებო ღონისძიებებს, რათა მოხდეს დანაშაულის კვალიფიცირება. ის თუ რომელი მუხლით აღიძრება საქმე, შეგატყობინებთ მოგვიოანებით, როდესაც შსს-დან მივიღებთ პასუხს.