9-დან 11 სექტემბრამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთში ფეხბურთის ტურნირი შედგა. გუშინ ტურნირის ფინალური დღე იყო. პირველი ადგილი სოფელ იხტილას გუნდმა დაიკავა.

3

გუშინ, 11 სექტემბერს, სოფელ ბუზავეთის ფეხბურთის ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა. ფინალურ მატჩზე ერთმანეთს სოფელი ბუზავეთი და იხტილა შეხვდნენ. სოფელ იხტილას გუნდმა 1:4 მოიგო.

1

ტურნირში პირველი ადგილი სოფელ იხტილას გუნდმა დაიკავა.

5

მეორე ადგილი ტურნირის ორგანიზატორებმა- სოფელ ბუზავეთის გუნდმა დაიკავა.

19

მესამე ადგილზე სოფელ კარტიკამის გუნდი გავიდა.

ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების 42 სოფლის გუნდმა. ფეხბურთელების საგულშემატკივროდ, როგორც სოფელ ბუზავეთის, ასევე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები იყვნენ ჩამოსული.

2

ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს მედლები და თასები გადაეცათ.

ღონისძიების ორგანიზებაში ფინანასური მხარდაჭერა, ამჟამად რუსეთში მცხოვრებმა სოფლის მკვიდრებმა და პარტია “ქართული ოცნების” მოქმედმა დეპუტატმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა გაუწიეს.

4

6