Armenian      Russian

ახალქალაქის ქუჩებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, კიდევ 22 ვიდეოკამერის დამონტაჟება იგეგმება. თუმცაღა ჯერ უცნობია, თუ როდის და ქალაქის რომელ ქუჩებზე მოხდება კამერების დამონტაჟება.

ახალქალაქის მასშტაბით დაამონტაჟებენ ვიდეოკონტროლისა და დამატებითი სერვერის კიდევ 22 კამერას, ამისათვის ბიუჯეტიდან 196 000 ლარია გამოყოფილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქონების აღძვრისა და მართვის განყოფილების ხელმძღვანელის, ვაჰან ბათოიანის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ სად და როდის დაამონტაჟებენ კამერებს.

«ამჟამად დამტკიცებულია მხოლოდ თანხა. ჩვენ შევადგენთ პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ამის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ სად დავამონტაჟებთ კამერებს»,- თქვა მან.

დღესდღეობით ახალქალაქში უკვე 18 ვიდეოფიქსატორია (სახელმწიფო სანომრე ნიშნის განმსაზღვრელი) დამონტაჟებული.
კამერა არის შემდეგ ქუჩებზე:

გუსან ავასის და თავისუფლების ქუჩების გზაჯვარედინზე;
ყოფილ №1 სამხედრო ქალაქთან და ქალაქის გასასვლელში ნინოწმინდის მიმართულებით;
თავისუფლების ქუჩაზე;
დარბინიანისა და თავისუფლების ქუჩების გზაჯვარედინზე;
ქალაქ ახალქალაქის შემოსასვლელში;
თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე;
ნალბანდიანის ქუჩაზე;
რუსთაველი-თავისუფლების გზაჯვარედინზე;
ჭავჭავაძე- თავისუფლების გზაჯვარედინზე.