Armenian      Russian

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარებების ჩარიცხვა დღეიდან იწყება.

ამასთანავე, პირებს, რომლებსაც საბანკო დავალიანება აქვთ, აღნიშნული დახმარება არ გამოექვითებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე იქნა მიღწეული, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დახმარების მიმღებს ბანკის მიმართ ვალდებულება აქვს, ბანკი სოციალურ დახმარებას არ გამოიყენებს მის დასაფარად.

18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად სპეციალური პორტალი შეიქმნა – daxmareba.moh.gov.ge, სისტემაში რეგისტრაცია კი 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.