Armenian      Russian

სოფელ მოდეგამის მკვიდრს სპარტაკ ტიტოიანს დელტაპლანით ფრენა ბავშვობიდან უყვარდა. ის დღესაც განაგრძობს ფრენას და საკუთარ სამშობლოს ღირშესანიშნაობების ადგილად აქცევს.

სპარტაკ ტიტოიანს, რომელიც ხუთი წლის ასაკში ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგამიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მშობლიურ სოფელთან კავშირი არასდროს გაუწყვიტავს.  სოფელში ყოველ ზაფხულს ჩადიოდა, რათა დელტაპლანით ფრენა ესწავლა.

ფრენასა და დელტაპლანისადმი სიყვარული მფრინავს ძმამ გაუღვივა. როგორც სპარტაკი იხსენებს, დელტაპლანით პირველად 17 წლის ასაკში გაფრინდა. ქალაქ რუსთავის მთიდან ფრენისას ის, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჰაერში, უმოძრაოდ ჩამოეკიდა. ამ განცდას არასდროს დაივიწყებს.

“არის ისეთი ცნება, როგორიცაა დელტაპლანისა და ქარის სიჩქარე. თუ ერთმანეთს დაამატებ, სიჩქარე ნულის ტოლი იქნება. ზუსტად ამიტომ მე იმ მთაზე 15 წუთი ვეკიდე, არც წინ მიშვებდა და არც უკან. ამ ფრენის შემდეგ გავტეხე დელტაპლანი და ჯარში წავედი”,- სიცილით იხსენებს სპარტაკ ტიტოიანი.

titoyan

როგორც ჩვენი გმირი ყვება, დელტაპლანით ფრენისთვის, პირველ რიგში, ცოტათი მაინც ავანტიურისტი უნდა იყო, რათა ფრენის თავისუფლება შეიგრძნო.

“თუ დელტაპლანი შეგიყვარდა, მაშ, “მახეში გაბმულხარ”. რეალურად, მე ფრენის თავისუფლება მომწონს, ფრენა- ჩემი სტიქიაა”,- ამბობს ის.

სპარტაკ ტიტოიანს 3 დელტაპლანი ჰყავს. მისი თქმით, თავიდან ის დელტაპლანით ერთი წლის განმავლობაში ინტერესდებოდა, კონსტრუქცია შეისწავლა და საყვარელი მოწყობილობა მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინა.

სპარტაკის თქმით,  კომუნიზმის დროს საქართველოში დელტაპლანით მფრინავი დაახლოებით 10 კაცი თუ იყო, ახლა მთელ საქართველოში სულ სამია.

დელტაპლანით ფრენა- ჩვენი გმირის საყვარელი საქმიანობა და ახდენილი ოცნებაა.

სპარტაკი განსაკუთრებული სიყვარულითა და სისწრაფით აწყობს დელტაპლანს.  ტელეფონში რადიოს რთავს, ყველაზე მშვიდი სიმღერის ფონზე საყვარელი კონსტრუქციის აწყობას იწყებს და ფრენისთვის ემზადება.

“საჭიროა ყურადღებით აწყობა, რომ ყველა დეტალი მის ადგილას იყოს, ამ საქმეში შეცდომების დაშვება არ შეიძლება”, – ამბობს სპარტაკი და ამატებს: “ახლანდელი ახალგაზრდობა ძალიან ზარმაცია, მკაცრი მასწავლებლები არ უყვართ, დელტაპლანს კი, შეცდომები არ უყვარს, ერთხელ შევცდი და ხელი მოვიტეხე”.

სპარტაკ ტიტოიანი პარაგლაიდინგს (პარაპლანერიზმი) უნიკალურ შემადგენლობად თვლის, მაგრამ ამასთანავე სახიფათო სპორტის სახეობად მიაჩნია. ჯავახეთში სპორტის ამ სახეობის განვითარების ვერავითარ წინაპირობას ვერ ხედავს, როგორც თვითონვე ამბობს, დღევანდელი ახალგაზრდობა პარაპლანერიზმს სერიოზულად არ ეკიდება.

თუკი ახალგაზრდა ადამიანებს დელტაპლანით ფრენისადმი სერიოზული დამოკიდებულება ექნებათ, ის მზად არის, გამოცდილება და ცოდნა გადასცეს.

“იმისათვის, რომ დელტაპლანით ფრენა ისწავლო, პირველ რიგში, აუცილებელია მოთმინების მარაგი, ცოტა ავანტიურისტობა და სიმამაცე. თუკი ახლა ახალგაზრდები ამას მოინდომებენ, სიამოვნებით ვასწავლი მათ”,- ამბობს სპარტაკი.

მას უჭირს იმის გამოთვლა, თუ ცხოვრების მანძილზე, რამდენი საათი გაატარა ჰაერში, მაგრამ აბულის მთიდან ფრენას, განსაკუთრებული აღფრთოვანებით იხსენებს.

titoyan5

დელტაპლანი (hang glider) – მაღალსიჩქარიანი მფრინავი აპარატია, უნიკალური იმით, რომ ფრენა შეუძლია ძრავის ან სხვა მოწყობილობის გარეშე, მხოლოდ ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით. დელტაპლანის სიჩქარემ შეიძლება 150 კმ/სთ-ს მიაღწიოს, წამში ერთი მეტრის გავლით. დელტაპლანით გავლილია 764კმ, ხოლო სიმაღლის რეკორდი- 11000 მეტრი. განსაკუთრებით ფასდება პილოტის სხეულის მდგომარეობა ფრენის დროს (როგორც ჩიტის). დელტაპლანის სტარტი და დაშვება ხორციელდება ფეხებზე.