საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.