Armenian      Russian

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში დახურული შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში სოფელი გორელოვკის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრ.

გორელოვკის მოსახლეობის ძირითად პრობლემასთან დაკავშირებით გუბერნატორმა კომენტარი გააკეთა.

«ჩვენ დავპირდით, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. დაახლოებით 2 დღეში ისინი ჩამოვლენ სოფელში. ჩვენი ინფორმაციით მაგისტრალზე არის უკანონო შეერთება. ყველა ფერმერი და სოფლის მაცხოვრებელი წყალს თანაბრად გამოიყენებს. ამ გზით შენარჩუნებული იქნება შედარებით მეტი რესურსი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას ასე ვერ მოვაგვარებთ და ალტერნატივაზე უნდა დავფიქრდეთ. გაზაფხულზე, როდესაც ამინდი ხელს შეგვიწყობს ჩვენ ახალ წყალსადენ მილს ავაშენებთ, რათა სოფელ გორელოვკის წყალგაყვანილობის საკითხი მოგვარდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი რესურსები. უნდა მოიძებნოს დამატებითი ფინანსები»,- თქვა გუბერნატორმა.

შეხვედრაზე ასევე მიწებისა და საძოვრების საკითხზე ისაუბრეს.

«ჩვენ დავპირდით, რომ ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდებით და ვთხოვთ გამოყონ კომისია, რომელშიც გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და შეისწავლიან მიწებს. თუ ვინმეს მიწა კანონიერად აქვს და თუ კი ეს მათი საკუთრებაა ან მიწა აღებულია იჯარით, მას ჩვენ ვერაფერს მეტყვით. მაგრამ თუ კი მოიძებნა მიწების უკანონოდ გამოყენების შემთხვევა, მთავრობა დააწესებს კონტროლს ამ მიწებზე. მიწების გამოყენების უფლება აქვს ყველას და არა მხოლოდ გარკვეულ პრივილეგირებულ ჯგუფებს. ძირითადად ამაზე ვისაუბრეთ»,- თქვა ბესიკ ამირანაშვილმა.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, სოფელი გორელოვკის მოსახლეობის მხრიდან იყო თხოვნა დაემონტაჟებინათ სისწრაფის შემზღუდავი საგზაო ნიშნები, ჭკვიანი კამერები და ასევე მოეგვარებინათ სოფლის გაზიფიცირების საკითხი.

«იმისათვის, რომ გორელოვკაში არ იყოს მანქანების სწრაფი მოძრაობა, რადგან იქ არის სკოლა და საბავშვო ბაღი, ჩვენ დავუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს. მუნიციპალიტეტიც მზად არის გამოყოს სახსრები ჭკვიანი კამერების დასამონტაჟებლად. დავაყენებთ პრევენციას, რომ მოქალაქეთა ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ჩვენს რეგიონში გაზგაყვანილობის პრობლემა ზოგადად არსებობს. დაახლოვებით ნახევარი რეგიონი არ არის გაზიფიცირებული. ჯავახეთში ეს პრობლემა ბევრად უკეთესად არის მოგვარებული. შეიძლება ითქვას, რომ ჯავახეთში მოსახლეობის 80%-ზე მეტი გაზიფიცირებულია. დანარჩენ რაიონებში პრობლემა უფრო შესამჩნევია. მე ამ საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებას წარვუდგენ, ეს პრობლემა ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია»,-თქვა მან.