Armenian      Russian

წელს სოფელ ოლავერდის სკოლას წყლით მოამარაგებენ, რითაც მაპროექტებლის შარშანდელ შეცდომას კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით გამოასწორებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის სკოლის წყალგაყვანილობისათვის გამოყოფილი იყო 10 099 ლარი. ამ სამუშაოების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

წყაროდან სკოლამდე წყალგაყვანილობის ხაზის სიგრძე 800 მეტრს შეადგენს.

სოფელ ოლავერდის სკოლაში გასულ 2019 წელს ახალი საპირფარეშო ააშენეს. ამისათვის გამოყოფილი იყო 40 000 ლარი, თუმცა მაპროექტებლის შეცდომის გამო სკოლაში წყალი არ არის, და საპირფარეშოთი სარგებლობა შეუძლებელია.

1

სკოლის დირექტორის გარნუკ ტაშიანის თქმით, გასულ წელს პროექტის შედგენისას შეცდომები იყო დაშვებული, სველი წერტილი არასწორ ადგილას იყო მონიშნული. თუმცა, მისი მტკიცებით, წელს აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.

“ტენდერი უკვე გამოცხადებულია, და უახლოეს მომავალში სკოლაში წყლის პრობლემა მოგვარდება”,- ამბობს გარნუკ ტაშიანი.

2

გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მოპირკეთებისათვის მაღალმთიანი რეგიონების ფონდიდან 1 370 000 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან სოფელ ოლავერდის სკოლისათვის 40 000 ლარი იყო გამოყოფილი.