Armenian      Russian

რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც, განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,დავით ჩიკაიძემ განაცხადა, ჯერჯერობით ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის, თუმცა, სტიქიის გამო ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურა იმდენად დაზიანდა, რომ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე მოქალაქის უსაფრთხო ადგილში გადაყვანა მალევე იგეგმება, ვინაიდან, არსებობს ღვარცოფის საშიშროებაც. ადგილზე მუშაობს მაშველთა ბრიგადაც.

ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელებში იყო განთავსებული:

рача4

рача2

рача