თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 27 ივლისს რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კრიზისი განიხილა. საუბარი თურქეთის მხარის ინიციატივით გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უწყებით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა, ასევე სიტუაცია სირიასა და ლივიაში. სხვა დეტალებს თურქეთის მხარე არ ავრცელებს.

ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის პრეს-სამსახურმა აღნიშნა, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის რაიონში სიტუაციის გამწვავების კონტექსტში პუტინმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილების აუცილებლობას, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს.

“ორივე მხრიდან გამოიხატა კონფლიქტური სიტუაციის სამშვიდობო ხერხებით მოგვარების დაინტერესება, მოლაპარაკებების გზით. რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციის მზადყოფნა გამოითქვა”,- გვაცნობებს პრეს-სამსახური.

პუტინმა და ერდოღანმა ასევე “საერთაშორისო პრინციპების უფლების საფუძველზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხის ინტერესების თანახმად მთიანი ყარაბახის კონფლიქტის რეგულირების პოლიტიკურ-დიპლომატიური უალტერნატიულობა” აღნიშნეს.

ამას წინათ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მასშტაბური სამხედრო სწავლებები აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო პირების მონაწილეობით ჩატარდება. მანევრი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების ფონზე შესრულდება.

12-დან 16 ივლისამდე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის მიერ პროვოცირებული სამხედრო ქმედებები მიმდინარეობდა. სომხურ მხარეს 5 დანაკარგი აქვს, აზერბაიჯანული მხრიდან 12 დანაკარგის შესახებ არის ცნობილი, ამასთანავე ბაქომ შეტაკებების დროს გენერლისა და პოლკოვნიკის დაღუპვის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სროლები სომხური დასახლებების ჩინარის, აიგეპარის, ნერკინ კარმიარახპიურის და ქალაქ ბერდის მიმართულებით განახორციელეს. 17 ივლისიდან სიტუაცია შედარებით დამშვიდდა.

27 ივლისს თავუშის მხარეში, აზერბაიჯანის საზღვართან, მოწინააღმდეგის მხრიდან სნაიპერის გასროლის შედეგად საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო პირი აშოტ გევორქის ძე მიქაელიანი დაიღუპა.