Armenian      Russian

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვას დასვენების ცენტრში ზამთრის კურორტი ჯერაც ვერ ფუნქციონირებს, რადგან არც დამსვენებლები არიან, და არც საკმარისი თოვლი მოსულა.

სოფელ არაგვას დასვენების ცენტრში, რომელიც ზამთრის კურორტი გახლავთ, არის პატარა სახლი, განლაგებული ნაძვნარში. იქ დამსვენებელთათვის კომფორტის ყველა პირობაა მოწყობილი, თუმცა რადგან არ არის თოვლი, დამსვენებლებიც არ არიან.

ცენტრი ყოველდღე შუადღის 14:00-დან 17:00 საათამდე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ არც დამსვენებელი არის და აღარც თხილამურებით მოვარჯიშე ბავშვები მოდიან.

ცენტრში ორი ტრენერია დასაქმებული.

ტრენერ მერუჟან კურდოღლიანის თქმით, აქ ძირითადად სოფელ არაგვას მოსწავლეები მოდიოდნენ. ზოგჯერ სტუმრები იყვნენ მეზობელი სოფლებიდან და ახალქალაქიდან, თუმცა ასეთი დღეები არც თუ უსე ბევრი ყოფილა.

მისი მტკიცებით, ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, მაგრამ ასეთი რამ არასდროს ყოფილა.

«წელს საერთო არ გვყავს დამსვენებელი და ჩვენ ვერაფერს გავალთ, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ამინდზე»,- ამბობს მერუჟან კურდოღლიანი.

Lija 1

ტრენერმა აგვიხსნა, რომ სულ მცირე 20სმ სიმაღლის თოვლი და ძლიერი ყინვა არის საჭირო იმისათვის, რომ ხალხმა მოახერხოს თხილამურებზე სრიალი.

მისი თქმით, ადრე ზამთრის პერიოდში ისინი დღეში ყველზე ცოტას, 50 სტუმარს მასპინძლობდნენ ხოლმე, წელს კი ჯერ არცერთი ყოფილა.

Lija 2

«თუმცაღა გაზაფხულამდე ჯერ კიდევ არის დრო, შესაძლებელია დიდთოვლობა იყოს»,- მოგვახსენა მან.

ტრენერის თქმით, ცენტრში სტუმრობა ბიჭებს და გოგონებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ. თუ ვინმეს თხილამურებზე სრიალი არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა მცირე მონაკვეთზე ასწავლიან სრიალს. როგორც კი სრიალს ახერხებენ, საბაგიროთი სათხილამურო გზის მწვერვალზე ადიან და შემდეგ ქვემოთ სრიალით ეშვებიან. საბაგირო გზა სპეციალურად მოთხილამურეთათვის არის განკუთვნილი.

სათხილამურო გზა 280 მეტრს მოიცავს.
მთავარ სათხილამურო გზაზე მხოლოდ დაოსტატებულ მოთხილამურეებს აქვთ სრიალის უფლება.