ოჯახში ძალადობის ფაქტები სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ქალებს ფიზიკური ძალადობა ჰგონიათ ოჯახში ძალადობის ერთადერთი ფორმა. შესაბამისად თუ კვალი თვალსაჩინო არ არის თავს არ აიდენტიფიცირებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან. ამასთან, ძალადობის სხვა ფორმების შედეგები ხშირად უფრო მძიმეა, ვიდრე ზემოთ აღნიშნული. მაგალითად მეტად საშიშია ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მშობლის მხრიდან ბავშვის არა ინდივიდად არამედ საკუთრებად აღქმა.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი: ეს უფლება მოიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღებისა და გადაცემის თავისუფლებას ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით. თუმცა ამის მიუხედავად, მშობლები არ აცნობიერებენ, რომ ბავშვი პირველ რიგში არის ადამიანი და მეგობარი და არა მათი სურვილების შემსრულებელი.

ოჯახური ძალადობა უფრო თვალსაჩინო გახდა დისტანციური სწავლების დროს, როდესაც მასწავლებლები უშუალოდ გახდნენ ოჯახშიძალადობის მოწმენი. შესაბამისად გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა- პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა თუ რეალურად უფრო ხილვადი გახდა ეს პრობლემა? დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული მიკროფონებისა და კამერების წინ მეტად ხომ არ გამოაშკარავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების პრობლემები?

მარნეულის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ყვება, რომ დისტანციურ საგანმანათლებლო რეჟიმში ის არაერთხელ გამხდარა მშობლების მხრიდან ბავშვებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის მომსწრე.
”სკოლაში სწავლის დროსაც კი ვამჩნევდით, რომ ბავშვებს სახლშიმეცადინეობისთვის შესაბამისი პირობები არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, მათმშობლების ეშინოდათ. მას შემდეგ, რაც ონლაინ სწავლაზე გადავედით, ბავშვის სწავლის დონე კიდევ უფრო გაუარესდა”, -ამბობს მასწავლებელი და ბავშვების არსებულ მდგომარეობას მშობლების ქცევას უკავშირებს.

“ჩვენ, პედაგოგები, აღნიშნულ ვითარებას გაგებით ვეკიდებით. მამა ოჯახში თითქმის მთელი წელი არ იმყოფება, რადგან საშოვარზე მიდის საზღვარგარეთ და შესაბამისად დედა მარტო ზრდის შვილს.”- ამბობს მასწავლებელი და ყვება, რომ ბავშვი თავის გამართლებოს მიზნით დედას ატყუილებს და მასწავლებლებს ადანაშაულებს. აღნიშნულ სიტუაციაშიც, იმისათვის რომ ბავშვი არ გახდეს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, მასწავლებელი სდუმს.

კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობს ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლი, რომელიც შემსწრე გახდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამა ბავშვის სწავლაში ერევა და მას ხელს უშლის:
”მორიგი ონლაინ გაკვეთილი გვქონდა, როდესაც მიკროფონიდან ხმები ისმოდა, და ალბათ ვერც კი შეამჩნიეს, რომ მიკროფონი ჩართული იყო. მამა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შევიდა ოთახში და მიუხედავად ბავშვის ნათქვამისა, რომ გაკვეთილი მაქვსო, ის ჩაერია ჩვენს გაკვეთილში და გამოაცხადა, რომ მისმა შვილმა არ უნდა ისწავლოს. მან შეწყვიტა კომუნიკაცია და არ დაუშვა ბავშვის გაკვეთილზე ყოფნა. სხვა დღეებში ბავშვი ჩვეულებრივ მონაწილეობდა” – ამბობს მასწავლებელი.

ძალადობა ბავშვებზე ყოველთვის არ ვლინდება მკვეთრად გამოვლენილინეგატიური გზით. იგი ის შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტი ზრუნვის სახითაც კი (ე.წ. „ვერტმფრენი მშობელი“). ონლაინ სწავლებამ მასწავლებლებს ასევე მისცა შესაძლებლობა, აღმოაჩინონ და შეისწავლონ ეს ფენომენი. იმის გამო, რომ ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლები მონაწილეობენ დისტანციური სწავლების პროცესში იწყება შეჯიბრი მათ შორის, რის შედეგადაც მოსწავლეები ხდებიანშეჯიბრის “მსხვერპლნი”. თითოეულ ბავშვს გააჩნია საკუთარიშესაძლებლობებიდა მისგან უფრო მეტის მოთხოვნამ შეიძლებაგამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა: არასრულფასოვნების შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება და ა.შ.

ბავშვთა უფლებების შესახებ ევროპული კონვენცია ითვალისწინებს შემდეგს-მშობლები ან შესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეები პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე. ბავშვის ინტერესები მათი უპირველესი საზრუნავია. ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების საუკეთესო გზა განათლებული, ემპათიური და კანონმორჩილი საზოგადოებაა, რისი მნიშვნელოვანი საფუძველიც სკოლაა.

აღნიშნული სტატია დამზადებულია “გაერთიანება ფრეია”-ს მიერ “COVID-19″ ფონზე მარნელში მცხოვრები თვითიზოლაციაში მყოფი ქალბატონების მიმართ, ოჯახური ძალადობის რისკების შემცირების/პრევენციის” პროექტის ფარგლებში “საქართველოში ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

ანნა თანდარიან