ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრები კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად, დღეს რუსთავის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცი 82 წლის იყო.

კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი 10 დღის წინ შვილთან ერთად სომხეთიდან ჩამოვიდა და საკარანტინე ვადა გაიარა. ვადის დარსულებამდე დარჩენილი იყო 4 დღე. ის საავადმყოფოში მაღალი წნევისა და გულის უკმარისობის გამო გადაიყვანეს.

«კარანტინის დროს მას წნევამ აუწია, გადაიყვანეს საავადმყოფოში. მამაკაცი 82 წლის იყო, ის საკარანტინე ზონაში თავის ვაჟიშვილთან ერთად რჩებოდა, საკარანტინე ვადა 4 დღეში იწურებოდა»,- თქვა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ავეტიკ ტონაკანიანმა.

საზღვრის გადაკვეთისას და საკარანტინე ზონაში ყოფნის დროს მისი მდგომარეობა ნორმალური იყო. ბ.ვ. ქალაქ რუსთავის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, მამაკაცს სოფელში ჩამოიყვანეს და დაკრძალეს.

«მამაკაცს სოფელში ჩამოიყვანეს და დაკრძალეს»,- თქვა მან.

82 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.ვ. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის მე-15 გახდა.

ბ.ვ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტიში ცხოვრობდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სომხეთში. შექმნილი სიტუაციის გამო სახლში დაბრუნება ვერ მოახერხა, ის 82 წლის იყო.