Armenian      Russian

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის ერთადერთი ტაძარი ნაწილობრივ ნანგრევებადა არის ქცეული. ოდესღაც აშენებული ნაგებობიდან დღემდე მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ადამიანების რწმენა ამით არ დაკარგულა. სოფელ ორჯის მომლოცველები აქ სანთლებს ანთებენ და ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ოდესმე ნახავენ, თუ როგორ აღდგება მათი სოფლის ნანგრევებად ქცეული ტაძარი.

“ჟამ”-ის ნანგრევები სოფლის აღმოსავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ისტორიული წყაროების თანახმად, ამ სახელწოდებით მას 1830-იანი წლებიდან მოიხსენიებენ. თუმცაღა ტაძრის ქვედა საძირკველი შუა საუკუნეებით თარიღდება, რის შემდეგაც ტაძარი წმინდა მოციქულების თადევოსისა და ბარდეღმიოსის სახელით აკურთხეს. შესაძლოა ადრე ტაძარს სხვა სახელწოდება ჰქონდა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, მათი ტაძარი ХI საუკუნის ნაგებობა უნდა იყოს, რადგან წინაპრების მონაყოლი ისტორიებიდან ასე ახსოვთ.

მრავალი წლის განმავლობაში ტაძარს რესტავრაცია „სწყუროდა“. სოფლის ახალგაზრდობამ ტაძრის ტერიტორია მიწისა და ქვებისაგან გამოათავისუფლა, ხოლო საკურთხეველი დროებით ფარდულში მოათავსა. შემორჩენილია ტაძრის საძირკველი, საკურთხეველი და მასთან მიმავალი კიბეები.

წმინდა თადევოსისა და ბარდეღმიოსის ტაძარში შემორჩენილი ქვაჯვარი
khachqar 1

ჯავახეთის მოსახლეობა ტაძარს „ჟამ“-ს უწოდებს. უფლის მოწყალების რწმენით სოფელ ორჯის მოსახლეობა “ჟამ”-ში სამხთოს კლავს და სანთელს ანთებს. სოფელში ბევრი სალოცავია, მაგრამ ყოველ ღვთისმსახურებაზე ხალხი დანგრეულ ტაძარში დადის, რათა მომავალმა თაობამ მისი ფესვების შესახებ არ დაივიწყოს.

სოფელ ორჯის მაცხოვრებლების თქმით, შენარჩუნებულია ტაძრის “ხაჩქარ”-ები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, მაგრამ უმეტესობას დამაკმაყოფილებელი მადგომარეობა აქვს. ტაძრის ტერიტორიაზე მოჩუქურთმებული, მოხატული ქვები და ქვაჯვარები დღემდეა შემორჩენილი.

khaghoghazard

zhanyakazard

zhanyakazarder]

ისტორიული წყაროების თანახმად, სოფლის რწმუნებულმა შმავონმა ტაძრის დანგრევის ბრძანება 1937 წელს გასცა. თუმცა, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ტაძარი მიწისძვრის შედეგადაც დაინგრა. სოფელში იმ ფაქტს გამოყოფენ, რომ რწმუნებულმა შმავონმა ტაძარი დაანგრია და თავლა ააშენა, ხოლო დანარჩენი ქვები „იაილაში“ (საძოვრებში) გააგზავნა.

ekeghecu qarer

ბაბუა ჰამბარცუმი ყვება, რომ ადრე ტაძრის ეზოში ბავშვებს კრძალავდნენ.

„მახსოვს, რომ ტაძრის ზემო ნაწილი მდგრადი იყო, და სახურავიც ჰქონდა, თუმცაღა დანგრეულ მდგომარეობაში იყო. აქ ასევე ბავშვების საფლავები იყო, აქ უფროს ადამიანებს არ ასვენებდნენ“,- იხსენებს ჰამბარცუმ არტენიანი.

«ღოჩი» ანუ ვერძის თავის ფორმის ქვები
Ghocher Orja'

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიატის სულიერი ლიდერი ნეტარ ვარდაპეტ (არქიმანდრიტი) ტერ მაღაქია ამირიანი ხაზს უსვამს იმას, რომ ორჯის ტაძარი ძალიან საინტერესო ნაგებობაა.

„სოფელ ორჯის ტაძარი წმინდა თადევოსისა და ბარდეღმიოსის სახელს ატარებს და დოკუმენტებში 1830-იანი წლებიდან არის მოხსენიებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ადრე ეს შუა საუკუნეების ტაძარი იყო, რომელიც მოგვიანებით წმინდა თადევოსისა და ბარდეღმიოსის სახლებზე იყო ნაკურთხი”.-ამბობს ჯავახეთის სულიერი ლიდერი.

ტერ მაღაქია ამირიანმა ასევე აღნიშნა: “სამწუხაროდ, მხოლოდ ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი, რომლის დანგრევაც 1937 წელს სოფლის რწმუნებულმა შმავონმა გასცა. ნანგრევებს შორის შემორჩენილი მოხატული ქანდაკებები დიდ ინტერესს იწვევს, აქ არის ვაზი, ყვავილოვანი მოხატულობები. აქ ასევე ძველი სასაფლაოა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავის დროზე სოფელში მე-15 საუკუნის 6-7 ქვაჯვარი იყო ნაპოვნი. სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობამ მათ არც ისე კარგად გაუფრთხილდა, რადგან ქვებზე სანთლების ანთებაა მიღებული, ეს კი სწორი არ არის. ოდესმე ღვთის კურთხევით ჩვენ ამ ტაძრის აღდგენას მოვახერხებთ“,- ამბობს ჯავახეთის სულიერი ლიდერი.

გატეხილი “ხაჩქარ”-ი
Khachqar Orja

ერთ-ერთ ქვაჯვარზე წერია: „მე, ასტვაწატურმა, 1463 წელს მამაჩემის სტეფანოსის სამახსოვროდ აღვმართე ეს ხაჩქარი“, რაც ძალიან კარგი დამადასტურებელი ინფორმაციაა იმისა, რომ სომხები ამ რეგიონში მიგრანტები კი არ არიან, არამედ ძირძველი მკვიდრნი გახლავთ. უბრალოდ 1800-იან წლებში არქიეპისკოპოს კარაპეტმა ბაგრატუნის ხელმძღვანელობით ერზრუმის და მუშის პროვინციებიდან აქ დიდი რაოდენობით სომეხი, დაახლოებით 7000 ოჯახი, გადმოასახლა. ჩემი სუბიექტური აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი აქ გადმოასახლეს, რადგან ეს სომხებით დასახლებული რეგიონი იყო“,- ამბობს ვარდაპეტ (არქიმანდრიტი) ტერ მაღაქია ამირიანი.

ნათლობის ემბაზი
knunqi avazan

მოსახლეობის ერთადერთი სურვილი, საკუთარ სოფელში ტაძრის აღდგენაა. სოფელ ორჯის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ოდესმე ისინი უდრეკი ტაძრის ზარების რეკვას გაიგებენ.