Armenian      Russian

ასფალტირებული გზა, რომელსაც ახალქალაქიდან სოფელ არაგვაში მივყავართ, ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, აღნიშნულ გზაზე ავტომანქანები რთულად გადაადგილდებიან. გუშინ გზაზე ორმოების სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

თვეების განმავლობაში ახალქალაქი-ბაკურიანი ავტომაგისტრალამდე გზა, რომელიც უიმედო მდგომარეობაში იმყოფება, მძღოლების გარდა არავის აინტერესებდა. გუშინ დილით გზაზე ორმოების სარემონტო სამუშაოები დაიწყო. სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ახალქალაქი-არაგვას გზის მონაკვეთზე ხორციელდება.

„გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მანქანები ფუჭდება. გზაზე მანქანების დაღვრეული ზეთი ჩანს, მანქანის ძირი გზას ედება. ტექდათვალიერებასაც ითხოვენ, ეს რა ქვეყანაა? არჩევნებამდე ყველაფერს გვპირდებიან, შემდეგ კი- ავიწყდებათ“,- ამბობენ მძღოლები.

ერთ-ერთი მძღოლი ამბობს, რომ უფრო მარტივია მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარება, ვიდრე ამ გზაზე გავლა.

„თითოეულ ჩვენგანს სურს ნორმალურ, გამართულ გზაზე სიარული, ამ გზაზე ავარიული სიტუაცია მუდამ წარმოიქნება“,- ამატებს სხვა მძღოლი.

გუშინ ორმოების სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად მუშაკებმა გზის ამ ნაწილის დაშლა დაიწყეს.

„როდესაც დავინახე, რომ გზას გასარემონტებლად შლიდნენ, სიხარულისგან თვალები ამიცრემლა“,- სიცილით ყველა ერთ-ერთი მძღოლი.

ახალქალაქი-ბაკურიანის გზაზე ორმოების სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ახორციელებს.

„საგზაო დეპარტამენტი აღნიშნული ორმოების რემონტს ახორციელებს. სამუშაოები სოფელ არაგვამდე ჩატარდება, კონკრეტულად იქ, სადაც არის ორმოები“,- თქვა „ჯავახ ავტო გზის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა ძირკვაძემ.

posayinashxatanqner