Armenian      Russian

ჯავახეთში სახელმწიფოს საშეღავათო პროგრამით აპრილის თვეში 8799 აბონენტი ისარგებლებს, რაც SJGC კომპანიის აბონენტების დაახლოებით 50,6% შეადგენს.

ამ თვეში ჯავახეთში პროცენტული შესაბამისობით აბონენტების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოს ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვის სუბსიდია მიიღეს, 50,6%-ს შეადგენს, გასულ თვეში სუბსიდიები აბონენტების 42%-მა მიიღო.

სუბსიდირების პირობებში, რაც 200 კუბამეტრზე ნაკლები ბუნებრივი აირის მოხმარებას გულისხმობს, ახალქალაქში 1676 აბონენტი მოხვდა, მუნიციპალიტეტის სოფლებში- 3656, ქალაქ ნინოწმინდაში ბუნებრივი აირის სუბსიდიებით 4109 აბონენტმა ისარგებლა: მუნიციპალიტეტის სოფლებში- 2825 აბონენტია, ხოლო თავად ნინოწმინდაში- 642. ჯავახეთში გასულ თვეში სუბსიდიები დაახლოებით 7000 აბონენტმა მიიღო.

ჯავახეთში SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, ჯერჯერობით სუბსიდიების თანხები კომპანიის ანგარიშზე არ დაურიცხავთ. იმ აბონენტებს, ვისაც 200 კუბამეტრზე ნაკლები ბუნებრივი აირი აქვთ მოხმარებული, კომპანია ბუნებრივი აირის მიწოდებას არ შეწყვეტს.
«მათ, ვისაც 200 კუბამეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აქვს მოხმარებული გავუთიშავთ, მაგრამ თავდაპირველად ჩვენი თანამშრომლები აბონენტებს ურეკავენ და აფრთხილებენ. ჩვენ ამ თვეში ბევრჯერ გადავამოწმეთ ყველაფერი, რადგან მაშინ მონაცემები ჩავიწერეთ იქამდე, ვიდრე ბრძანება გაიცემოდა. ბრძანება 3 რიცხვში გასცეს. საკმაოდ ბევრი უზუსტობა იყო, ჩვენ ბევრი დავამატეთ, ვინც შეცდომით სუბსიდირების სიაში ვერ მოხვდა, ბევრი მოვხსენით. შეცდომები არ იყო მიზანმიმართულად დაშვებული, არამედ მექანიკური იყო»,- თქვეს გაზგამანაწილებელ კომპანიაში.

ჯავახეთში ბუნებრივი აირით 17 402 აბონენტი სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში შექმნილი ვითარების გამო სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მარტის, აპრილის და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, ვინც 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს.