სამი და მეტი ადამიანის შეკრებაზე აკრძალვა მოიხსნა, მაგრამ 10 ადამიანის შეკრებაზე აკრძალა ძალაში რჩება.

დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სამ ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ ათზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ იკრძალება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ასევე ძალაში რჩება ავტომანქანით მგზავრთა გადაადგილებაზე შეზღუდვა, კერძოდ, აკრძალულია მანქანაში სამზე მეტი ადამიანის (მძღოლის ჩათვლით) ტრანსპორტირება.

”როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, ხოლო შეზღუდვა მოიხსნება სამი ადამიანის შეკრებაზე, როგორც შენობაში, ისე ქუჩაში. აქ განვმარტავთ, რომ სამი ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება ათზე მეტი ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა.

ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები მანქანების გადაადგილებაზე, კერძოდ, აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება (მძღოლის ჩათვლით) ავტომობილზე. მგზავრები უნდა განთავსდეს მძღოლის უკან, ”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.