Armenian      Russian

იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება, ახლა როდესაც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კვლავ გაუგებრობა გაჩნდა, რა საფრთხეს უქმნის ეს ქვეყანას, და სხვა მრავალის შესახებ Jnews-ი გაზეთ «რეზოანანსის» მთავარ რედაქტორსა და ექსპერტს, ლაშა ტუღუშს გაესაუბრა.

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის სიტუაციამ აქტუალობა დაკარგა, შიდაპოლიტიკაში პირველ რიგზე ოპოზიციისა და მმართველი პარტიის 8 მარტის შეთანხმების გაუგებრობა გადმოვიდა, ასეთ ვითარებაში ჩატარდება თუ არა არჩევნები წელს?

მე ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩატარდეს. უცნობია, თუ ტექნიკურად როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი, რადგან, თუ ვირუსის გამო გართულებები ისევ გაჩნდება, მაშინ ფორმატისა და ტექნიკური პროცედურების შეცვლა მოუწევთ. არჩევნები ხომ დახურულ სივრცეში ტარდება, შეტანილი იქნება კორრექტივები. ახლა კი საჭიროა, რომ პარტიები შეთანხმდნენ. ისინი, როგორც ვიცით, შეთანხმდნენ, მაგრამ კვლავ გაჩნდა საკითხები, დისკუსიები, პოლემიკა, ლიდერების «თავაზიანობა» როგორც ყოველთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში საღი აზრი გაიმარჯვებს. შეთანხმდებიან, რადგან დრო უკვე იწურება, რაღაც საკითხების გადაწყვეტაა საჭირო, მათ შორის კონსტრუქციული საკითხებიც.

შეთანხმება მიღწეული იყო, ეს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ დღეს ოპოზიცია და მმართველი პარტია 8 მარტის შეთანხმებას სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ, რატომ და რა საფრთხეს ქმნის ეს?

თქვენ ახსენეთ შეთანხმება, რომელიც თითქოს და მიღწეულია. იქ საუბარია ორ პუნქტზე. არჩევნების სისტემასთან არ არის შეკითხვები, დეპუტატების პროპორციული და მაჟორიტარული რაოდენობის შესახებ ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება მეორე საკითხს, პატიმრების შესახებ, იქ არის გაურკვევლობა, რომელსაც განსხვავებულად განმარტავენ. ამ მხრივ თავდაპირველად იყო სხვადასხვა ინტერპრეტაციები, რადგან ეს დახურულ კარს მიღმა ტარდება. ახლა ვითარება შეიცვალა, ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს მიღმაც, სერიოზულმა პოლიტიკურმა პირებმა კომენტარების გაკეთება დაიწყეს. მე დღეს წავიკითხე, რომ ამერიკული კონგრესის წარმომადგენელმა, ცნობილმა პოლიტიკოსმა, გააკეთა განცხადება. უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში იყვნენ ჩართული, აკეთებდნენ განცხადებებს, ისინი მხარეებს შეთანხმებისაკენ და მიღწეული შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

რა თქმა უნდა ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სახელმწიფოს იმიჯისათვის არის მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული, მათ შორის რთულ საკითხებშიც, რათა დავძლიოთ ის ვითარება, რომელსაც არ მინდა კრიზისული ვუწოდო, რადგან, თუ შეგვიძლია რთული სიტუაციების დაძლევა, მაშინ ვართ მდგრადები და გამკლავება შეგვიძლია.

როგორია ალბათობა იმისა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კვლავ ჩაიშლება?

რა თქმა უნდა არის იმის ალბათობა, რომ ჩაიშლება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მესამე წრეზე არ წავალთ. პირველად ჩაგვეშალა, ახლა მეორედ თუ ჩავშლით, მესამე წრე როგორ შიძლება გამოიყურებოდეს, არ ვიცი. ახლაც თუ იგივე მოხდება, რთული ვითარება შეიქმნება. ამის წარმოდგენაც კი რთულია, როგორ უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია. გამოდის, რომ არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება, მაგრამ ძველი ჩვენ არ შეგვესაბამება, ამან გამოიწვია ამხელა ხმაური. ძველი სისტემის მიხედვით მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა წყვეტს, უპირატესობა მმართველ პარტიას ენიჭება. როდესაც ჩვენი კოლეგა ექსპერტები პროპორციული სისმტემის მომხრენი იყვნენ, არგუმენტი იყო ის, რომ უკეთესია პარლამენტში მეტნაკლებად თანაბარი პარტიები იყოს. ამ ეტაპზე ეს შედარებით უკეთესია, ვიდრე მონოპოლური სისტემა. ერთ პარტიას ხელში უჭირავს ყველაფერი, და მას სწრაფად შეუძლია რაღაც რეფორმების მიღება.