“OPEN TBILISI“ КАТА-ონლაინ კარატის საერთაშორისო შეჯიბრის მეორე ტური ჩატარდა. 15 ახალქალაქელ სპორტსმენთაგან 9 საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

“OPEN TBILISI“ კარატის შეჯიბრის პირველი ტურის შემდეგ, სპორტსმენების მეორე ტურში მონაწილეობის რეგისტრაცია დაიწყო. შეჯიბრი საქართველოს კარატე-დო ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გაიმართა.

მონაწილეებს განაცხადის შევსება 10 მაისამდე შეეძლოთ. ონლაინ-შეჯიბრზე მონაწილეობა 250 სპორტსმენზე მეტმა 6 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღო. მონაწილე ქვეყნები: უკრაინა, ისრაელი, აშშ, ყაზახეთი, რუსეთი, საქართველო.

აღნუშნულ შეჯიბრებში ახალქალაქის სპორტული სკოლიდან 15-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 9 სპორტსმენმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავა:

1) აქსანნა ავეტიან (გოგონები) კატა 14-15 წელი I – ადგილი

2) კიმა ნორსოიან (გოგოები) კატა 14-15 წელი I – ადგილი

3) ადრიანა კირაკოსიან (გოგოები) კატა 6-7 წელი I – ადგილი

4) დავით სესაძე კატა 16+ I – ადგილი

5) ედგარ პარაკასიკიანი კატა 6-7 წელი II – ადგილი

6) დავიდ მარაბიან კატა 14-15 წელი II – ადგილი

7) გრიგორ ტერ-მკტრჩიან კატა 12-13 წელი III – ადგილი

8) არტიომ ავაკიან კატა 16+ III – ადგილი

9) რაფაელ დარბინიან (ვეტერანები) კატა 46-55 წელი III – ადგილი
(ჯგუფის ტრენერი)