Armenian      Russian

დღეს, ახალქალაქის “9 აპრილის” პარკში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსონვისადმი პატივისცემა გამოხატეს.

3

1

ყოველწლიურად, 9 აპრილს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტრადიციულად აქ მოდიან მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები, ასევე, სკოლის მოსწავლეები, მოსახლეობა, სასულიერო პირები. თუმცა, covid-19-მა ცვლილებები აქაც შემოიტანა.

2

4

მღვდლებმა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის ნიკოლოზის (ფაჩუაშვული) ხელმძღვანელობით, ისევე, როგორც ყოველ წელს, ჩაატარეს ლიტურგია. თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, წლეულს ლიტურგიას ახალქალაქის მოსახლეობის მცირე ნაწილი ესწრებოდა. დაახლოებით 30 ადამიანი ერთმანეთთან ერთი მეტრის დისტანციით იდგა. ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ლიტურგიის შემდეგ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამადლობელო სიტყვა წარმოთქვა.

“ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის, სომხები და ქართველები, დღეს, აქ ყველა დაინახავს. ეს არის ნამდვილი ურთიერთობა. დღეს, ჩვენ სპეციალურად არ ვთქვით რომ ვაპირებდით პანაშვიდის გადახდას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მოდიან და გამოხატავენ არა სამძიმარს, არამედ სიყვარულს. ეს არის სიყვარული. ზუსტად სიყვარული გადალახავს ყველა გამოცდას და დაავადებას და ამ სიყვარულით ჩვენ ღვთის მადლს მივიღებთ, რომელიც დაგვიცავს და გადაგვარჩენს. მე მინდა ჩვენს ქვეყანას და სომხეთს გადავუხადო მადლობა, რადგან ეს არის ის ხიდი, რომელიც ჩვენს ერს აერთიანებს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მან მადლიერების სიტყვები სომხურ ენაზეც წარმოთქვა.


6

5