Armenian      Russian

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ეწვია.

თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.

2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში პაშინიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.