1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია განხორციელდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ხელისუფლების ყველა ადმინისტრაციულ და დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებზე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულობით ათასი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, ამ დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია დროშები.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და საერთო სახალხო და თავისუფალი არჩევნებით არჩეული ეროვნული ხელისუფლება დაამხო. რის შედეგადაც განხორციელდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.