აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღის კონფლიქტზე საჯაროდ პირველად ისაუბრეს. ეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მოხდა. მსოფლიოს სხვადასხვა მედიამ ყურადღება გაამახვილა დიალოგის სხვადსხვა ასპექტზე. Jnews-ი დაინტერესდა, რა გამოხმაურება ჰპოვა ამ ფაქტმა საქართველოში.

მთიანი ყარაბაღის შესახებ მაღალ დონეზე დისკუსიის გამართვა რთული იყო. მონაწილეობაზე ყოველთვის ვიღაც უარს ამბობდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი შაბათს, 15 თებერვალს, საჯაროდ განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. დისკუსია 45 წუთს გრძელდებოდა. ამ ფორმატში ეს ყარაბაღის კონფლიქტის პირველი საჯარო განხილვა იყო.

ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა სხვადასხვა მედიაში

მსოფლიო მედიის ზოგიერთ საშუალებაში ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა გაშუქდა, როგორც ორი დაპირისპირებული ქვეყნის ლიდერების გამოთქმებზე პარალელების გავლებით. მაგალითად, გერმანულმა გამოცემა DW -მ (Deutsche Welle) აქცენტი ისტორიული არგუმენტების გაზიარებაზე გააკეთა, მკაცრი პოზიციების ეტაპობრივი დათმობის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება, რომელიც სამივე მხარისთვის იქნება სასურველი, არის: სომხეთი, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანი. DW-ს სტატიაში, ყარაბაღის მაგალითით, პარალელი გაავლეს უკრაინაში მომხდარ ფაქტთან, თუკი დონბასის კონფლიქტი იმავე მდგომარეობის მატარებელი იქნება.

აზერბაიჯანულმა მედიაორგანიზაცია Politico-მ მიუნხენის კონფერენციას მთლიან სტატიაში, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას ცალკე თავი დაუთმო, ქვესათაურით “ჩემი ისტორია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე შენი”, შეხვედრის დროს, ისტორიულ წყაროებზე კამათიდან გამომდინარე.

თურქულმა გაზეთმა Duvar-მა უფრო დაწვრილებით განმარტა შეხვედრის ის ნაწილი, სადაც განიხილავდნენ გაეროს რევოლუციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.

საქართველოს პირველმა არხმა მასალა ასე დაასათაურა: “ფაშინიანი ალიევს – სამხრეთ კავკასიაში ქვეყანა აზერბაიჯანი არ არსებობდა”, სტატიაში ნახსენებია ფაშინიანის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადგილას ისტორიულად ქართველები და სომხები ცხოვრობდნენ, ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემა კი, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის პირადი ინიციატივა იყო.

ქართველი ექსპერტების ანალიზი 

“რონდელის ფონდის” პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ როცა, ორი სახელმწიფოს ლიდერი ხვდება ერთმანეთს – ეს უკვე კარგია. ეს შესაძლებელი გახდა სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად, როცა ხელისუფლებაში სრულიად ახალი ადამიანები მოვიდნენ.

“მე ვფიქრობ, რომ მათ გააჩნიათ მსოფლმხედველობა და უფრო მეტი პერსპექტივა, ვიდრე ძველებს. აზერბაიჯანის მთავრობა იგივეა. სამწუხაროდ, ურთიერთობაში დინამიკას ვერ ვხედავთ. მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვდებიან ერთმანეთს, ეს ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული თემაა”, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ექსპერტის თქმით, ყარაბახის კონფლიქტი საქართველოს პირდაპირ არ ეხება, მაგრამ, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი, გვინდა თუ არა, საქართველოზეც აისახება.

“სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაწესებული შეზღუდვები გავლენას ახდენს საქართველოს განვითარების პერსპექტივაზე და მთლიანად სამხრეთ კავკასიის განვითარებაზეც. ჩვენ გავაკეთებდით ყველაფერს ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. იმისთვის, რომ საქართველომ რამე გააკეთოს, საჭიროა მინიმუმ ბაქოს და ერევნის თანხმობა. ჯერჯერობით ბაქოსა და ერევანში მიაჩნიათ, რომ მინსკის შეთანხმების ფორმატი, რომელიც დღეს მხარეებს გააჩნია ორმხრივი კონსულტაციისთვის მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, კონფლიქტის დასარეგულირებლად იდეალური ფორმატია. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ეს ძალისხმევა საბოლოოდ, პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს”, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.