დღეს, 20 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეთავაზებების თანახმად, პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავიდ ტონოიანის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სხვა ბრძანებით, ვაღარშაკ არუთუნიანი, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, დღეს ორი ახალი მინისტრია დანიშნული.

ამგვარად, ანდრანიკ პილოიანმა, სამსახურიდან გათავისუფლებული საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ფელიქს ცოლაკიანი ჩაანაცვლა.

სამსახურიდან გათავისუფლებული დავიდ ტონოიანის ნაცვლად კი თავდაცვის მინისტრად ვაღარშაკ არუთუნიანი დაინიშნა.

პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანების თანახმად ზარუი ბათოიანი გათავისუფლდა შრომისა და სპეციალური უფლებამოსილების საკითხების მინისტრის თანამდებობიდან, მისი ადგილი მესროპ არაკელიანმა დაიკავა.