ახალქალაქის საარჩევნო ოლქის კომისიაში გუშინ 19:00 საათზე გაიმართა სხდომა, სადაც კომისიის წევრებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განიხილეს. განხილული იყო 7 საჩივარი, მათგან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1 საჩივარი, დანარჩენი 6 არ არის დაკმაყოფილებული.
გუშინ საღამოს ახალქალაქის №40 საარჩევნო კომისიის ოლქში სხდომაზე, რომელზეც კომისიის 12 წევრიდან 10 მონაწილეობდა, განხილული იყო ნინოწმინდიდან 4 საჩივარი და 3 ახალქალაქიდან.
ნინოწმინდაში სულ 5 საჩივარი იყო დაწერილი, თუმცა სხდომაზე მხოლოდ 4 იყო განხილული. №199 საჩივარი, რომელიც დაწერილია სოფელ ორლოვკაში, №13 მონაკვეთი, სადაც ნათქვამია, რომ დამკვირვებელს უარი უთხრეს უწყისის გაცემაზე, ახალქალაქის საარჩევნო კომისიის ოლქის თავმჯდომარის ასმიკ მარანგოზიანის თქმით, განხილული იყო იგივე დღეს ნინოწმინდაში, რადგან ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებდა.
დანარჩენი 4 საჩივარი, რომელიც ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები- დემოკრატიული საზოგადოების” მიერ იყო დაწერილი სოფელ ეშტიაში, კომისიამ არ დააკმაყოფილა. ეს შემდეგი საჩივრებია.
№115 საჩივარი, ოლქი №41-9 (სოფელი ეშტია). უბანზე კონტროლიორი სევან აკოპიანი ატარებდა აგიტაციას და ამომრჩეველს მიუთითა, ხმა “ქართული ოცნებისთვის” მიეცათ, შემდეგ კი საკუთარი არჩევანის შესახებ გამოაცხადა. თავმჯდომარემ უარი თქვა საჩივრის მიღებაზე. ორგანიზაცია ითხოვს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
საჩივარი №116, ოლქი №41-9 (სოფელი ეშტია). საჩივრის ინფორმაციის თანახმად, კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილებაზე კენჭისყრა დარღვევით ჩატარდა. ორგანიზაცია ითხოვს ოლქის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
საჩივარი №117, ოლქი №41-9 (სოფელი ეშტია). საჩივრის იმის შესახებ, რომ აიკანეტ პაზანიანი მონაკვეთზე აგიტაციას ატარებდა. ორგანიზაცია ითხოვს კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
საჩივარი №118, ოლქი №41-9 (სოფელი ეშტია). საჩივრის თანახმად, კენჭისყრის პროცესი არ იყო დაცული. ამომრჩეველმა გრეტა მურადიანმა ხმის მიცემის დროს დაარღვია კონფიდენციალობა და ბიულეტენი არა კაბინაში, არამედ რეგისტრატორთან შეავსო. ორგანიზაცია მოითხოვს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან მან უარი თქვა საჩივრის მიღებაზე.
საჩივრები ახალქალაქიდან დაიწერა სოფელ ჩამდურაში, №26 მონაკვეთი, სოფელ კულიკამში, №35 მონაკვეთი, და სოფელ დილისკაში, №68 მონაკვეთი.
ახალქალაქის 3 საჩივრიდან კომისიამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, ისიც ნაწილობრივ.
ახალქალაქის საჩივრები შემდეგია.
საჩივარი №13, ოლქი №35, სოფელი კულიკამი, საჩივარია დაწერილია ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ. საჩივრის თანახმად, კაბინაში ორი ადამიანი ერთდროულად იმყოფებოდა და არცერთ მათგანს პირბადე არ ეკეთა. კომისიამ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა, აღნიშნა, რომ ხმას აძლევდა უსინათლო ადამიანი, რომელსაც მისი შვილიშვილი ეხმარებოდა და ეს დაშვება, არც ისე მნიშვნელოვნად ჩათვალა.
საჩივარი №138, ოლქი №26, სოფელი ჩამდურა, დაწერა ორგანიზაცია “მრავალეროვნული საქართველოს”. საჩივრის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გადამტან ყუთზე დაწერილი იყო 13 ბიულეტენი, ხოლო დამკვირვებელმა მიუთითა, რომ იქ ნაკლები უნდა იყოს. თუმცა, კომისიის წევრებს იმის მტკიცებულება არ წარუდგინეს, თუ რატომ უნდა იყოს 13-ზე ნაკლები, და დამკვირვებელს საიდან აქვს ეს მონაცემები.
ორივე საჩივარში ორგანიზაციებმა მოითხოვეს პასუხისმგებლობის წინაშე დააყენონ თავმჯდომარე, კომისიის მხრიდან არცერთი არ იყო დაკმაყოფილებული.
მესამე საჩივარი დაწერილია სოფელ დილისკაში, ოლქი №68, ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიერ. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ გადამტანი ყუთი არ იყო სწორად დახურული, არასწორი მხრიდან იყო დალუქული. ორგანიზაციამ ამ გადამტანი ყუთის შედეგების განულება მოითხოვა. ყუთთან დარეგისტრირებული იყო 36 ამომრჩეველი, ხმა მისცა 28 ადამიანმა. თუმცა, ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ ოლქში საჭიროდ ჩათვალეს ამ ხმების დათვლა.
ახალქალაქის საარჩევნო კომისიის ოლქში ორგანიზაციის წევრების თანდასწრებით კომისიამ გადამტანი ყუთი გახსნა. კომისიამ გადაწყვიტა ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა საჩივარი და მონაკვეთის კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის ორ წევრს, რომლებსაც გადამტანი ყუთი დაჰქონდათ, შენიშვნა მისცა.