ახალქალაქი-ნინოწმინდის №18 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 17:00 საათის მდგომარეობით 26 236 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 45,3% -ია.
მთელი საქართველოს მასშტაბით 17:00 საათისთვის არჩევნების მონაწილეობა 1,607,530 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45,77%-ია.
№18 მაჟორიტარულ ოლქში, ანუ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, სულ 57 886 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ახალქალაქში – 36 979, ნინოწმინდაში კი – 20 577 ადამიანი.