არჩევნების დღეს საქართველოში რიგი შეზღუდვები დაწესდა. 31 ოქტომბერი არჩევნების დღეა და კენჭისყრის შენობაში საარჩევნო კამპანიის წარმართვა იკრძალება.
არჩევნებამდე 8 საათით ადრე და კენჭის ყრის დღეს 20:00 საათამდე, აკრძალულია ფასიანი ან უფასო საარჩევნო რეკლამებისა და საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო კამპანიის შესახებ პროგრამების მაუწყებლობა ტელევიზიასა თუ რადიოში, აგრეთვე იკრძალება ავტომატური სატელეფონო ზარების განხორციელება და SMS- ების გაგზავნა საარჩევნო კამპანიის მიზნით.
კენჭისყრის დღეს 20:00 საათამდე, აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გაწვევა. საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება მისი წარმომადგენლის დანიშვნა, მოწვევა ან შეცვლა.