ენერგოდისტრიბუციის კომპანია Energo Pro Georgia– ს ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 21 ოქტომბერს, 11:30 საათიდან 18:30 საათამდე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს დენი გაეთიშება. ეს სოფლებია პატარა ხანჩალი, დიდი ხანჩალი, ხულგუმო, როდიონოვკა, ვლადიმიროვკა, დილიფი და მიმდებარე სოფლები.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ განახლდება.