საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 327-ია.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 85-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1393-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.