“სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე (თურქულ-ქართული საზღვარი) გამოვლინდა 25 ტონა კარტოფილი, რომელსაც სახიფათო საკარანტინო დაავადება აქვს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იუწყება.

ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, საქონელი ლაბორატორიაში შემოწმდა. გამოკვლევის შედეგებმა გამოავლინა პათოგენური სოკო (Synchytrium endobioticum)- ფიტოპათოგენების სახეობა, რომელიც კარტოფილის კიბოს იწვევს.

ხელისუფლების განკარგულების თანახმად, საქონელს დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, საიდანაც ექსპორტი განხორციელდა.

“ნივოსტი-გრუზია”