საქართველოს პარლამენტის ორმა მოქმედმა წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აზერ სულეიმანოვმა და “ქართული ოცნებიდან” რუსლან გაჯიევმა, საკუთარ Facebook გვერდზე არცახ-აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე არსებულ სიტუაციას კომენტარი გაუკეთეს. აღნიშნულის შესახებ Alik Media-ს საინფორმაციო პორტალი გვაცნობებს.

აზერ სულეიმანოვმა ასევე, ღია წერილით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართა, სადაც აღნიშნავს, რომ “მის მიერ განხორვიელებული, გადამწყვეტი ნაბიჯების წყალობით მათი მიწები საბოლოოდ გათავისუფლდება”. აზერ სულეიმანოვი კავკასიაში არასტაბილურობის შექმნასა და აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში სომხეთს ადანაშაულებს. გარდა ამისა დეპუტატი სომხეთს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში სდებს ბრალს.

რაც შეეხება მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრს, რუსლან გაჯიევს, აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა მანაც გამოთქვა. ის აღნიშნავს, რომ “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, მისი ტერიტორიალური მთლიანობის დასადგენად, წარმატებული საომარი ქმედებების განხორციელება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩვენს რეგიონში მსგავსი კონფლიქტები საბოლოოდ მოგვარდება”.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, დაახლოებით 07:15 საათზე, აზერბაიჯანის მხარემ საჰაერო და სარაკეტო-საარტილერიო სროლების შედეგად არცახის შეიარაღებული ძალებისა და აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზთან შეტევები დაიწყო, დარტყმა ღრმა დასახლებულ პუნქტებზე განახორციელა, მათ შორის არცახის დედაქალაქ, სტეფანაკერტზე.