წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ამიტომ პრობლემები, რისკები და საფრთხეები, რომელიც კიბერსივრცესთან არის დაკავშირებული, საქართველოსთვის შეიძლება სერიოზული გამოწვევა იყოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში მიმდინარე საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კიბერ-განზომილება ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირების, სახელმწიფოს ინფრასტრუქტურისა და მთლიანობაში ქვეყნის ძირითადი ელემენტებია.
“საქართველო უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ხვდებოდა მსგავს საფრთხეებს. ჩვენ ყველას გვახსოვს 2008 წლის კონფლიქტის დროს რუსეთის კიბერშეტევები, 2019 წლის ოქტომბრის შეტევა, რომელიც კერძო და სახელმწიფო სექტორის ვებ-გვერდების დიდ რაოდენობაზე იყო მიმართული. და უკანასკნელი შეტევა, რომელიც 1-ლ სექტემბეტრს განხორციელდა, როდესაც ზარალი მიაყენეს ქართულ ჯანდაცვის დაწესებულებებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას.”
გახარიას თქმით, ამ ფონზე კიბერ-საფრთხესთან ეფექტური ბრძოლისათვის მყარი ბაზაა მნიშვნელოვანი. კერძოდ, პრემიერი საერთო, ეროვნული სტრუქტურების შექნის მომხრეა, რომელიც პროცესში ჩართულ უწყებათა სამუშაოების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.
ამასთანავე, ფორუმში მონაწილე თბილისში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, საქართველოს ხელისუფლებას “შეყოვნების გარეშე ეროვნული კიბერუსაფრთხოების მოქმედების გეგმისა და სტრატეგიის რატიფიცირებისაკენ” მოუწოდა.