დღეს, 24 სექტემბერს, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. Opel Vectra მარკის ავტომანქანამ დაკარგა კონტროლი, გზის ნაპირზე გადავიდა და გადაბრუნდა.
მანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიცია მუშაობს.