ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის STOP COVID აპლიკაციით 211 308 მომხმარებელი სარგებლობს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპლიკაციის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, 27 ინფიცირებული გამოვლინდა.

„აპლიკაცია ამჟამად გადმოწერილი აქვს ანდროიდის 128 559 და 82 749 iOS მომხმარებელს. Alert შეტყობინება 13 867 ადამიანს გაეგზავნა, აქედან ინფიცირება 27-ს დაუდასტურდა“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, STOP COVID აპლიკაცია საქართველოში 16 აპრილს ამოქმედდა. ის ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს.