მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული ცნობილია. სიის პრეზენტაციის ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პარტიის ლიდერებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას, პარტიის თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ, რის შემდეგაც სიის პირველი ოცეული ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
“არ ვასახელებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, ვასახელებთ მომავალ პრემიერ მინისტრს“ – განაცხადა კობახიძემ.
გიორგი გახარია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერიც იქნება.
No3 – ირაკლი კობახიძე.
No4 – იუსტიციის მინისტრი ტეია წულუკიანი;
No5 – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე;
No6 – კახა კუჭავა;
No7 – გიორგი კახიანი;
No8 – მარიამ ქვრივიშვილი;
No 9 – მიხეილ სარძველაძე;
No10 – მაია ბითაძე;
No11 – მიხეილ დაოშვილი;
No12 – გიორგი ამილახვარი;
No13 – ვიქტორ სანიკიძე;
No14 – მაკა ბოჭორიშვილი;
No15 – შალვა პაპუაშვილი;
No16 – დავით კაჭარავა;
No17 – ნიკოლოზ სამხარაძე;
# 18- გიორგი ხელაშვილი;
No19 – მარიამ ლაშხი;
No20 – ბექა დავითულიანი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ე საარჩევნო ოლქში წარადგინა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.