ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში ცენტრალურ წყალგაყვანილობაზე ავარია მოხდა. გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლები ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში ცენტრალურ წყალგაყვანილობაზე მოხდა ავარია, რის გამოც ქალაქში წყალმომარაგება შეწყდა. ამჟამად გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრი ავარიის ადგილზე მუშაობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის არტაკ ტარლამაზიანის თქმით, ცენტრალური წყალგაყვანილობა გასკდა, ხარვეზის შედეგების აღმოფხვრა შეიძლება ორი საათი გაგრძელდეს.