დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღს და საარჩევნო კამპანიის დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს ტარდება, წელს ეს არის 31 ოქტომბერი. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების თარიღიც და საარჩევნო კამპანიის დაწყებაც მათზე 60 დღით ადრე ცხადდება.
მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს 150 დეპუტატი – 120 პარტიიდან და 30 მაჟორიტარული ოლქიდან.