JNEWS-ი თავის ერთგულ მკითხველს წარმოუდგენს ჯავახეთის ჩეჩილ ყველს და მისი მომზადების წესს გააცნობს.
ჯავახეთის ჩეჩილი ყველი, რომელიც “გაჩეჩილი ყველის” სახელითაც არის ცნობილი, ერთ-ერთი მოთხოვნადია არა მხოლოდ ჯავახეთში, საზღვარგარეთაც.
ტერეზა ლაზარიანი დიდი სიყვარულითა და სიამაყით გვიმასპინძლდება საკუთარი ხელით მომზადებული ჩეჩილი ყველით და დადებით რეაქციებს ელოდება.
“ამ ყველმა ჩვენამდე ბებიებისა და ბაბუებისგან მოაღწია, ამ ტრადიციას ვინახავთ და სიამოვნებით ვუმასპინძლდებით ნათესავებს, საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს”, – ყვება ქალბატონი ტერეზა.
ჩეჩილი ყველის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო არის საჭირო.
VIDEO
წარმოგიდგენთ ჩეჩილი ყველის მომზადების წესს:
რძეში დაამატეთ ერთი ჭიქა დამჟავებული რძე, დილამდე დატოვეთ, რათა მთლიანი რძე დამჟავდეს. დამჟავებულ რძეში დაამატეთ პეფსინი და მოურიეთ. რძე უნდა აადუღოთ იქამდე, სანამ შრატი ყველისგან არ განცალკევდება. მიღებულ თეთრ მასას ხელით ვაწებებთ და ძაფივით ვწელავთ, ეს პროცესი რამდენჯერმე უნდა განმეორდეს, სანამ ყველი არ გახდება ბრწყინვალე.