მუსიკალური სკოლის განცხადება მშობლებისა და ბავშვებისთვის:
ახალქალაქის მუსიკალური სკოლა აცხადებს მოსწავლეების მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისთვის შემდეგ სპეციალობებზე:
– ფორტეპიანო
– აკორდეონი
სწავლის დრო 6 წელი.
განცხადებები და დოკუმენტები 25 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა) 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მიიღება.
მოსმენა 22 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
დამატებით ადგილებზე მიღება იქნება ოქტომბერში.
მშობლებმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ:
1. წერილობითი განცხადება.
2. ბავშვის პასპორტის, ან დაბადების მოწმობის ასლი.
3. სამედიცინო ცნობა, ან ცნობა სკოლიდან.
მისაღები გამოცდები:
1. სმენის შემოწმება: ნებისმიერი სიმღერის ექსპრესიული შესრულება, მოსმენილ ნაწარმოებში მუსიკალური ინსტრუმენტების რაოდენობის გამოცნობა, დადგენის შესაძლებლობა.
2. რიტმი: მასწავლებლის მიერ შესრულებული რიტმული ნახაზის ზუსტად გამეორების უნარი.
3. მეხსიერება: მასწავლებლის მიერ შესრულებული მუსიკალური ფრაგმენტის, ან მოტივის სიმღერით გამეორება.
მოსმენაზე ბავშვს თხოვენ მოყვეს საკუთარი თავის შესახებ, რით არის გატაცებული, იმღეროს ან ლექსი წაიკითხოს.
მოსმენის შედეგად შესარჩევი კომისია განსაზღვრავს ბავშვის სმენას, მუსიკალურობას, რიტმის შეგრძნებას და მუსიკალურ მეხსიერებას.
გელოდებით ქალაქ ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩა N2.
ტელ. 22-20-63, 599-703-609