ამ სოფელში ხალხი ცხოვრობს და ქმნის უდიდესი სომეხის – აშუღ ჯივანის, ფილოსოფიის შესაბამისად. კარწახში ჯივანის არსებობა იგრძნობა არა მხოლოდ მის სიმღერებსა და ნაწარმოებებში, არამედ სოფლის ცენტრში დადგმულ ძალიან ლამაზ ძეგლში.
დილის ქარის მსუბუქი ქროლვა
წადი ქვეყანა ჯავახში,
იქ ასაკოვანი დედა მყავს,
წადი, ნახე სოფელი კარწახი…
ეს სტრიქონები ყველა კარწახელისთვის ნაცნობია, გარდა ამისა, ამ სიმღერის სიტყვებით ესალმებიან სოფელ კარწახში ყველა ჩამოსულს. სტრიქონების ავტორი ყველა დროის დიდი ფილოსოფოსი აშუღ ჯივანია, რომელსაც სომხური აშუღ სიმღერის კომიტასად თვლიან. ჯივანიზე უკეთესად ვერავინ შეიგრძნობდა და აღწერდა კარწახის ბუნებას და ხალხს, ფერებს, მთებს და ხოზაფინის მსუბუქ ნიავს. ზუსტად კარწახის წყლით და მიწით იკვებებოდა უდიდესი სომეხი აშუღი ჯივანი. მისი პატრიოტული სიმღერები სომეხი აშუღების პოეზიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ხელმძღვანელი, ჯივანის სახლ-მუზეუმის გიდი აკობ ქეროფიანი იხსენებს:
“1996 წელი ჯივანის საიუბილეო წელი იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმა ძეგლის დადგმა, მაგრამ თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ ახალქალაქში უნდა დაედგათ, იმის გამო, რომ კარწახში ბერდის ტერიტორიაზე ჯივანის ბიუსტია დამონტაჟებული. სოფელ კარწახის მოსახლეობა, არა მხოლოდ არ ეთანხმებოდა, არამედ იბრძოდა იმისთვის, რომ ჯივანის ძეგლი კარწახში დაედგათ”, – ამბობს ქეროფიანი და დასძენს ,- სოფელში მონაკვეთის შეძენამ გარკვეული სირთულეები გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ, 1996 წლის მარტ-აპრილში კოშკის აღმართვის სამუშაოები დაიწყო. ქანდაკება მოგვიანებით მომზადდა, მაგრამ ივლისში მან საკუთარი მთავარი და ნამდვილი ადგილი იპოვა”.
ჯივანის ქანდაკება, რომელიც დღემდე ამშვენებს სოფელს და კარწახელებს თვალს არ აშორებს, ბაგდასარ სარგსიანმა შექმნა.
ჯივანის ნაწარმოებები, სწავლებები და ფიქრები დღემდე აქტუალურია. აშუღის სამშობლოში დღემდე კითხულობენ ლექსებს, მღერიან და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჯივანის ფილოსოფიით ზრდიან მომავალ თაობას.
2016 წლიდან, სოფელში, აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი მოქმედებს, რომელიც უნიკალურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცა, როგორც სოფლისთვის, ასევე მთელი რაიონისთვის. მუზეუმში რეგულარულად ტარდება ეთნიკური ლექსების, სიმღერებისა და ცეკვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ასევე სხვადასხვა კურსები იმართება.
ივლისის ერთ დღეს ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის მოსახლება ტრადიციულად დიდი სომეხი აშუღ ჯივანის განდიდებას უძღვნის.
ჯივანი (ლევონიან სერობ სტეფანიანი, 1846, სოფელ კარწახი (ახლა ახალქალაქის რაიონი)- 20.2 (5.3),1909, (ტიფლისი) სომეხი აშუღი, ხალხური მომღერალი. დაიბადა მიწათმოქმედის ოჯახში. რვა წლის ასაკში დაობლდა და ბიძის მზრუნველობის ქვეშ იყო. ადრეული ბავშვობიდან ჯივანიმ გაითავისა აშუღული სიმღერის ცნობილი კანონები, ცნობილ აშუღთან გაგა-გაზართან (სია), ისწავლა ქამანჩაზე და ვიოლინოზე დაკვრა, სიმღერებს თურქულ და სომხურ ენებზე წერდა. 1866 წელს სოფელ კარწახში ახალგაზრდა აშუღ საზაინი (აგაჯან) ესტუმრა. მასთან ერთად ჯივანი გადადის ტიფლისში. აშუღის მუსიკალური საქმიანობა დაიწყო და ჩამოყალიბდა ტიფლისში, შემდეგ (1868 წლიდან 1895 წლამდე) განვითარდა ალექსანდროპოლში, შემდეგ ტიფლისში.
ჯივანის ნაწარამოებები იმ ეპოქის სომხური რეალობის სარკეა. ჯივანიმ გვიქადაგა მივყვეთ განათლებას და მეცნიერებას, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ოჯახი, პურის ფული ყოველ დღე ჩვენით გამოვიმუშავოთ, არასდროს დავეცეთ სულიერად, რადგან „უბედურების დღეები მოვა და წავა“. მისთვის უცხოა ეროვნული და რელიგიური განსხვავებები.
ჯივანი – XIX საუკუნის სომხური რეალობის ყველაზე დიდი აშუღი: მან აშუღის ხელოვნება ახალ საფეხურზე აიყვანა, შექმნა სკოლა, რომელიც სომხურ ხელოვნებაში ეროვნული სკოლის წოდებას ატარებს.
ჩვენამდე ჯივანის დაახლოებით 800-მა სიმღერამ მოაღწია, რომელთაგან დაახლოებით 500- დაბეჭდილია.