„ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.
სწავლება ჩატარდება შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. მათში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნები. ვარჯიშების დაგეგმვისა და მომზადების დროს, მხედველობაში იქნა მიღებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ქართველი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და დებულებები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ ისინი აბსოლუტურად უსაფრთხო პირობებში ჩატარდება”,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ირაკლი ჭიჭინაძემ.