საქართველოში კორონავირუსისგან მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. არსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში მთელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის 1,421 შემთხვევაა დადასტურებული, დღეს 5 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1137-ს შეადგენს, გარდაიცვალა 18 ინფიცირებული პაციენტი.
ამასთან, 41 მოქალაქე უცხოეთიდან სამკურნალოდ იქნა გადაყვანილი.
7,005 მოქალაქე კარანტინშია, 255 ადამიანი საავადმყოფოებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.