19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია უფლის ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესობა და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმსახურებას აღავლენს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც ხილი იკურთხება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე იწყება.
ფერისცვალება 12 ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ეს არის იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდი. ფერისცვალების შესახებ ევანგელისტები მათე, მარკოზი და ლუკა გვეუბნებიან.
იესომ მოწაფეებისგან აირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად ტაბორის მთაზე ლოცვისთვის ავიდა. ვიდრე უფალი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. და როდესაც გაიღვიძეს, დაინახეს, რომ იესო გარდაიქმნა – “სახე გაუბრწყინდა, და მისი ტანისამოსი კაშკაშა თეთრი გახდა”. ძველი აღთქმის ორი წინასწარმეტყველი – მოსე და ელია – ეცხადა უფალს და იესოს უამბო იმ ვნებათა და ტანჯვების შესახებ, რაც მას ელოდა იერუსალიმში. მთიდან ჩამოსვლის შემდეგ, იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, არ ეთქვათ ვინმეს ის, რაც მათ ნახეს, ვიდრე ის მკვდრეთით არ აღდგებოდა.
19 აგვისტოს, უფლის ფერისცვალების დღეს, ცაში ჩნდება ღრუბელი, რომელიც დღესასწაულის მთელ დღეს თაბორის მთაზე რჩება.