16 აგვისტოს სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთ საუფლო დღესასწაულთაგან მეოთხეა და ყველაზე ძველია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულთა შორის.

დილით ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში გაიმართა ლიტურგია, რომლის შემდეგაც ყურძენი აკურთხეს.

დღეს ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიის ეზოში ჩვეულებრივთან შედარებით ბევრი ხალხი იყო, ყველას ხელში ყურძენი ეჭირა. ყურძნის კურთხევის ცერემონიას ხალხი მოუთმენლად ელოდა. ყურძნის კურთხევის შემდეგ დანარჩენი ხილი იკურთხება.

თქმულების თანახმად, წმინდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმში, ევანგილე იოანეს მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. დაახლოებით 12 წელი ღვთისმშობელი საყვარელი შვილის საფლავს აკითხავდა და შეუჩერებლად ლოცულობდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და მისი ზეცაში მიძინების შესახებ აცნობა. ღვთისმშობელმა ეს ამბავი ნათესავებს და ყველა ქრისტიანს გადასცა, და დააბარა, რომ ის გეფსიმანიაში დაეკრძალათ. ღვთისმშობლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ყველა მოციქული, ერთმანეთთან უთანხმოების გამო, ერთად მის სახლში შეიკრიბა. წმინდა ღვთისმშობელმა მოციქულ იოანეს წმინდა ლიტურგიის ჩატარება სთხოვა, რათა წმინდა ზიარება ბოლო ჯერ მიეღო.

ღვთისმშობლის ფერისცვალების დღეს საუფლო ლიტურგიის დროს ყველა ეკლესიაში ყურძენს აკურთხებენ. სხვა ხილზე მეტად ყურძნის მტევნები იკურთხება, რადგან უფალმა ყურძნის ვაზი აწია და ამ ნაყოფს უფრო მეტად მიაგო პატივი, ვიდრე სხვა ახალგაზრდა ნაყოფებს, და საღვთო წერილის თანახმად, საკუთარ თავს ყურძნის ვაზი უწოდა: “მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამა ჩემი მევენახეა” (იოანე 15:1).

მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი მოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის მქნა არ შეგიძლიათ.
ვინც არ დარჩება ჩემში ლერწივით გადაიგდება და გახმება; ხოლო შემდეგ ააგროვენ და ცეცხლში ჩააგდებენ, და იწვება.

რჩეულმა შვილმა აიღო ღვინის ჭიქა, გახსნა წყალში, აკურთხა ისევე როგორც პური, განსაკუთრებული ახალი კურთხევით — და ჭიქით მადლიერების შემდეგ, გადასცა მათ და თქვა: ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს განასახიერებს, რომლითაც ძალაში შევა ახალი ნეტარება და რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად. (მთ. 26:28). ამით განვთავისუფლდით ჩვენ ცოდვებისაგან და სიკვდილისაგან.

საუფლო და უკვდავი ლიტურგიის დასრულების შემდეგ ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიის სულიერმა მამამ ტერ ნარეკ ტიგრანიანმა საკურთხეველში ყურძენი აკურთხა და შეკრებილებს დაურიგა.

orhnutyan karg

უკვე რამდენიმე წელია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ახალქალაქში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება.

“რა თქმა უნდა, ყურძნის კურთხევა მუდამ იყო, მაგრამ ადრე ამდენი ხალხი არ იკრიბებოდა. იმ დროს ხალხი ტაძარში ხშირად არ დადიოდა, როგორც ახლა დადის. როგორც დანარჩენი საეკლესიო დღესასწაულები, ასევე ყურძნის კურთხევაც, თანდათან ტრადიციულ დღესასწაულად იქცა. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ ყურძენი საკურთხეველში დევს, იკურთხება და შემდეგ ხალხს ურიგდება, თვითონვე დაიწო ტაძარში ყურძნის მოტანა, რათა კურთხევის შემდეგ სახლში წაეღოთ”,- ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მომლოცველი.

ძველ დროს ხალხი ყურძნის კურთხევამდე ყურძენს არ ჭამდა. ითვლება, რომ ყურძენი არ ტკბება იქამდე, ვიდრე არ აკურთხებენ.

“ადრე, როდესაც ყურძენი შემოჰქონდათ გასაყიდად, ხალხი ჭამდა, ყურძნის კურთხევაზე არაფერი იცოდნენ, მაგრამ ახლა ყურძენს არ ვჭამთ იქამდე, ვიდრე არ აკურთხებენ”,- დაამატა ქალბატონმა.

ახალქალაქში ყურძნის კურთხევას, ყოველ წელს სამხთოს “მადახ”-ს წირავენ. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ყურძნის კურთხევა აღნიშნეს, ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიდი ხარი შესწირა და ხალხს დაურიგა, რის შემდეგაც ეს ტრადიციად იქცა, და აქ ყოველ წელს სამხთოს წირავენ.

16 აგვისტოს, ლიტურგიის დასრულებისა და ყურძნის კურთხევის დამთავრების შემდეგ ტაძრის “ხაჩქავორ”-მა სამხთო შესწირა და დამსწრე მომლოცველებს გაუმასპინძლდა.

khaghoghorhneq