საპარლამენტო არჩებნებში პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი, საუბრობს მისი კანდიდატობის, არჩევნების მოსალოდნელი შედეგებისა და პარლამენტში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელოვნობის შესახებ.
საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული სისტემით, წელს თქვენი კანდიდატურა კვლავ დასახელდა. რატომ?
– სინამდვილეში, საქმე იმაში არ არის, რომ პარტიამ ჩემი კანდიდატურა წააყენა, მე თავად მქონდა ამის სურვილი, რადგან თქვენ იცით, რომ მე არანაირი ბრძოლა არ გამიცდენია, იქნება ეს პროტესტი ქუჩებში თუ ტელევიზიით გამოსვლები. ვფიქრობ, არჩევნები ბრძოლის ცივილური ფორმაა, მე ნამდვილად უნდა ვიბრძოლო. და ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის გათვალისწინებით, ვფიქრობ, წლევანდელი შედეგი გამარჯვება იქნება. გარდა ამისა, ვიცი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ყველა დანარჩენ კანდიდატს ერთად ძალუძს.
რატომ ფიქრობთ ასე?
– იმიტომ, რომ მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვისაც აქვს გამოცდილება, რომელმაც საკუთარ პრინციპებს არ უღალატა და ოპოზიციაში რჩება. ადამიანი, რომელმაც გაითვალისწინა ყველა შეცდომა, რაც მან დაუშვა, და საკუთარი შეცდომების საფუძველზე ოპოზიციონერი გახდა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ხელისუფლებაში ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით მოვა, გარდა ამისა, დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეგიონში დიდი პროცესების წარმართვას შევუწყობ ხელს. ასევე არ მსურს, რომ სხვანაირად იყოს აღქმული ეს ფაქტი, მაგრამ სრულიად აშკარა განსხვავება იმაშია, რომ ტრიბუნებიდან, მოსახლეობის პრობლემების შესახებ, მე ქართულ ენაზე შემიძლია ვისაუბრო, რაც დღეს ცოტას არ ნიშნავს. ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ არ შეიძლება იყო პარლამენტში და არ შეგეძლოს დასვა კითხვა ან უპასუხო მას. ეს უდიდესი პრობლემაა. არ მინდა ჩვენი დეპუტატების მსგავსად, ამდენი წლის განმავლობაში პარლამენტში რომ დუმდნენ, ხელს მოაწერდნენ ან დააჭერდნენ ღილაკს ისე, რომ წერმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რა ხდებოდა. ფაქტია, რომ ჯერ ღებულობენ კანონს იმის თაობაზე, რომ საჭიროა მაჟორიტარი, შემდეგ კი, სხვა ვიღაცის ბრძანებით აუქმებენ მას. მოკლედ, მე დამყოლი არ ვიქნები – 100%.
თქვენი გამარჯვების შანსებს როგორ აფასებთ?
– იცით როგორ ხდება, ყველა არჩევნებს აქვს თავისი შედეგი. პირველი არჩევნების შედეგების თნახმად, მაშინ, თუ არ ვცდები, ახალქალაქში 26% იყო, ხოლო ნინოწმინდაში 24%. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯავახეთში ვერცერთმა ოპოზიციამ 3% -ზე მეტი ვერ დააგროვა. თუ გავითვალისწინებთ საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ 48% მიიღო, ეს არ ნიშნავს იმას რომ მე, მელიქმა, ბაქრაძემ ან ვინმე სხვა ოპოზიციურმა ლიდერმა მივიღეთ ამდენი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ოპოზიციის 48% უზრუნველყო. ეს ნიშნავს, რომ 48%-ს დაემატება 3% და იქნება გამარჯვება – ვიცი, რომ ამის გაკეთება შემიძლია, შემიძლია შევთავაზო ჩვენს მოსახლეობას, რომელიც მენდობა. ამაშია დიდი სხვაობა.
რას სთავაზობთ მოსახლეობას?
– უპირველესყოვლისა, ჩემს შრომისმოყვარეობას, მეორეც- კონკრეტულ პროექტებს. შევთავაზებ ბიზნესს, თავი საკუთარი რეგიონის პატრონად იგრძნოს.
წელს პოლიტიკური ვითარება მთლიანად შეიცვალა. ეს ცვლილებაა თქვენთვის? თუ ოპოზიციას გამარჯვების უფრო ნაკლები შანსი აქვს ვიდრე მმართველ პარტიას?
– არ მიმაჩნია, რომ ვიღაცის წინააღმდეგ კონკურენცია უნდა გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინაა ეს ადამიანი. ჩემთვის კონკურენცია- ეს მე და ჩემი გუნდი ვართ, დაწყებული ცენტრალური ლიდერებით და დასრულებული რეგიონალური ოლქებით. ვიმედოვნებ, რომ ჯანსაღი კონკურენცია იქნება, რადგან კანდიდატი შეიცვალა. ასევე, იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდად, მტრობის გარეშე ჩატარდება. ისე, რომ ადრინდელისნ მსგავსად, არ იყოს სროლა, ლანძღვა და ჩხუბი. ამისათვის მე რაც შემეხება, მზად ვარ ვაკეთო. ყველა ჩემმა ოპონენტმა იცის, რომ მე კონსტრუქციული ოპოზიცია ვარ და ნებისმიერი საკითხის კონფლიქტად ქცევა არ მიყვარს. ვიმედოვნებ, რომ ისინი, ასევე მოიქცევიან და ეს არჩევნები ჩვენი მოსახლეობის გამარჯვება იქნება, და არა მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვება.
უკვე არსებობს განცხადებები, რომ ჯავახეთში პარტიებზე ზეწოლა ხორციელდება. თუ იგრძენით რაიმე ზეწოლა საკუთარ თავზე?
– ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მოვუწოდებ ყველა სამსახურს და ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი ყველა საქმე კანონის ფარგლებში აკეთოს. რაც შეეხება პირადად ჩემზე ზეწოლას, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არა. მსგავსი არაფერი ყოფილა.